суббота, 8 февраля 2014 г.

ტრენინგის მე-9 დღე
ჩვენი ტრენინგი დასრულდა..
გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მოვახდინეთ უკუკავშირი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.

მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ჩვენი ტრენერის მიმართ, რომელმაც ამომწურავი ცოდნა მოგვცა პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დიანას.

მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
ტრენინგის 8 დღე
ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.
გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. განვიხილეთ.
გავეცანით ფასილიტაციას. ვისწავლეთ როგორ შევქმნათ საწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისას.ასევე როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისთვის და სწავლების გაუმჯობესებისთვის
  დიდი მადლობა დიანას..
ტრენინგის 7 დღე
განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. გავეცანით შეფასების გეგმებს. შევადგინეთ სქემები. შევქმენით შეფასების ფორმები
ტრენინგის 6 დღე
ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, ვიმსჯელეთ როგორ  ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, როგორ  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  ყველაზე ეფექტურად.  დავგეგმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. სავარაუდო ნაშრომი დავაკავშირეთ კითხვებთან, მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.
გავეცანით ნიმუშებს.
ტრენინგის 5 დღე
გავიხსენეთ პოვერ პოინტ-ში მუშაობა. გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია   გავეცანით მოდულ 3.საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ვისწავლეთ  როგორ გამოვიყენოთ საძიებო სისტემები, ისე რომ დავიცვათ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ უსაფრთხოების წესებზე.
ტრენინგის 4 დღე
გავეცანით ელექტრონულ წიგნს. მოდულ 2. შეფასების სახეები და მეთოდები. განვიხილეთ "ლობიოს დიდი რბოლის" მაგალითი. გავეცანით განმავითარებელი შეფასების მიზნებს და სტრატეგიებს, შაბლონში ჩავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა. გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს ვიმუშავეთ მათ შექმნაზე.

ტრენინგის 3 დღე.  დღის თემაა ინტერნეტის ეფექტურად გამოყენება .ვისაუბრეთ სტანდარტის შედეგებზე . ვიმუშუვეთ ვორდში. გავიხსენეთ ვორდში მუშაობის უნარ-ჩვევები.ვისწავლეთ სურათის ატვირთვა, მოჭრა.ბლოგზე ატვირთვა.ბლოგზე ფონის დადება.
ტრენინგის 1-2 დღე
ელექტრონულ  წიგნს  გავეცანით;  მოხდა სასწავლო  კურსის გაცნობა . შევქმენით საქაღალდე. დავათვალიერეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები.  შევქმენით ბლოგი. გამოცემის ნიმუშები დავათვალიერეთ . დავიწყეთ ბუკლეტების შექმნა. პროექტის გეგმასა და მონახაზზე მუშაობა